


დასრულდა ტრენინგი „მედიატორის უნარ-ჩვევები“
სემინარები
2021 წლის 5, 7, 12, 14 და 19 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაციასთან ერთად ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში მედიაციით დაინტერესებული პირებისთვის გამართა ტრენინგი „მედიატორის უნარ-ჩვევები“.
ტრენინგს უძღვებოდა მედიატორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ლაშა კალანდაძე.
ტრენინგზე მონაწილეებმა შეისწავლეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მედიაციის არსი, მედიატორის როლი, მედიაციის ეტაპები, მედიაციის პროცესის წარმართვის თავისებურებები, მედიატორის უნარ-ჩვევები. ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს შორის როლური თამაშების მეშვეობით წარიმართა იმიტირებული მედიაციის პროცესი.
მინიმუმ 4 შეხვედრის მონაწილეს გადაეცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
გალერეა