სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასრულდა სამართლის სკოლის მიერ ორგანიზებული ტრენინგების ციკლი მედიაციაში

ახალი ამბები

8-10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS ფარგლებში გაიმართა მედიაციის კვირეული.

კვირეული მოიცავდა სამდღიან ტრენინგებს, რომლებზეც ილიაუნის სამართლის სკოლის კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამის (მედიაციის მოდულის) მეორე კურსის სტუდენტებმა მედიაციით დაინტერესებულ პირებს გაუზიარეს MEDIATS პროექტის ფარგლებში ესპანეთსა და ნიდერლანდების სამეფოში სტაჟირების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

ტრენინგები, რომლებიც გაიმართა შერეულ ფორმატში, მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას როლური თამაშების მეშვეობით.

ტრენინგები დასრულდა ტრენერებსა და მონაწილეებს შორის უკუკავშირით.

2021

ბანერები