სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დასრულდა პროექტ MEDIATS-ით დაგეგმილი ორკვირიანი სტაჟირება ესპანეთში

ახალი ამბები

ესპანეთში, ქალაქ მურსიაში, დასრულდა ERASMUS+ პროექტის Mediation: training and society transformation/MEDIATS-ის ფარგლებში ორკვირიანი სტაჟირების კურსი კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო საფეხურის (მედიაციის მოდულის) სტუდენტებისთვის.

სტაჟირებაში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით UCAM Universidad Católica San Antonio de Murcia-ს უნივერსიტეტში ჩატარდა, ილიაუნის სამართლის სკოლის ათმა მაგისტრანტმა მიიღო მონაწილეობა.

სტუდენტებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია მედიაციის, როგორც დავის, ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალების კუთხით. სწავლება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს.

მასპინძელმა უნივერსიტეტმა დაგეგმა სიმულაციური თამაშები და ვირტუალურ რეალობაში მედიაციის პროცესის განხორციელება. სიმულაციური თამაშების შემდგომ პროცესს აფასებდნენ გამოცდილი მედიატორები და უკუკავშირს აძლევდნენ სტუდენტებს, ასევე გაიმართა დისკუსია პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

მურსიას სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროში ვიზიტისას სტუდენტები გაეცნენ დაწესებულებების მუშაობის სპეციფიკას, მოეწყო შეხვედრები მოქმედ მედიატორებთან, რომლებმაც სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება მედიაციის სფეროში.

პროგრამის მონაწილეებმა დაათვალიერეს ქალაქები მურსია და კარტახენა.

სტაჟირების დასრულების შემდგომ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

2021 წელი

 

ბანერები