სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცხადდება მიღება სამართლის სკოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე „ჯანდაცვის სამართალი, პოლიტიკა და მენეჯმენტი“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს მიღებას „ჯანდაცვის სამართლის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის" სასერტიფიკატო პროგრამაზე. 

„ჯანდაცვის სამართლის, პოლიტიკისა და მენეჯმენტის“ სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია იურისტებისთვის, ჯანდაცვის მენეჯერებისთვის, სტუდენტებისა და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია ჯანდაცვის პოლიტიკით და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების ასპექტებით. ასევე მათთვის, ვისაც სურთ, გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები ჯანდაცვის მენეჯმენტში.

სერტიფიკატისწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობაპროგრამის მანძილზე მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

სწავლის ხანგრძლივობა9 კვირა. ლექციები გაიმართება სამუშაო დღეებში, კვირაში სამჯერ, 19:00-დან 21:30 საათამდე.

პროგრამის მოცულობა62.5 საათი.

სწავლების ენაქართული (დამატებითი საკითხავი მასალა იქნება ინგლისურ ენაზე).

მისაღები პროცედურებისასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nina.kiknadze@gmail.com; საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან (26 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით).

საბუთების მიღების ბოლო ვადა2018 წლის 25 თებერვალი.

სწავლის დაწყების თარიღი2018 წლის 5 მარტი.

პროგრამის ღირებულება940 ლარი.

კორპორატიული ფასდაკლებასამი ან მეტი თანამშრომელი მინუს10%.

სწავლების საგნები:

  • უფლება ჯანმრთელობაზე
  • პაციენტისა და ექიმის ურთიერთობის სამართლებრივი და ეთიკური საკითხები
  • ჯანდაცვის პოლიტიკა
  • ჯანდაცვის სამართალი და ბიოეთიკა
  • ჯანდაცვითი პროგრამების მართვა და ადმინისტრირება
  • ჯანდაცვის სისტემის რეგულირება
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მისი კავშირი ადამიანის უფლებებთან
  • ჯანდაცვის სფეროში წარმატებული კამპანიები
  • ფარმაციის პოლიტიკის საფუძვლები
  • საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სიტუაციური ანალიზი
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა

საკონტაქტო პირინინო კიკნაძე, nina.kiknadze@gmail.com; 577 900 515

ბანერები