სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცხადდება კონკურსი ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებულ პროცესში მონაწილეობაზე

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს 2022-2023 წწ. ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესის მონაწილეთათვის.

მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის სკოლის ბაკალავრიატისა (მესამე და მეოთხე კურსების) და მაგისტრატურის სტუდენტებს.

სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ მონაწილეობა შესარჩევ კონკურში, უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

N1 – მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე წარადგინონ სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;

N2 – გასაუბრება კომისიის წინაშე.

სტუდენტებმა სამოტივაციო წერილი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: iliaunimcc@gmail.com. წარდგენის ვადა: არა უგვიანეს 18 ოქტომბრისა. კონკურსის მეორე ეტაპის თაობაზე შესარჩევი კომისია მონაწილეებს ინდივიდუალურად დაუკავშირდება.

 2022 წელი

ბანერები