სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცხადდება კონკურსი იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, ცხადდება კონკურსი სამოქალაქო  და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად.

პროცესში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

რეგისტრაციისთვის გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@lpdc.org.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2017 წლის 1-ლი მარტი.   

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • კანდიდატთა რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება.

შერჩეული სტუდენტები გაივლიან ტრენინგს სასამართლო დოკუმენტაციის მომზადებასა და სასამართლო სხდომის გამართვის სპეციფიკაში.

ტრენინგებს გაუძღვებიან  პრაქტიკოსი ადვოკატები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმიტირებული პროცესები ჩატარდება ორ ეტაპად; პირველ ტურში გამარჯვებული გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ ეტაპზე. 

გამარჯვებული გუნდის  წევრები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით,  პრიზებით  და გაივლიან პროფესიულ პრაქტიკას სააპელაციო სასამართლოში.   

ბანერები