სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩემპიონატი კაზუსების შედგენასა და ამოხსნაში

კაზუსების შედგენის ჩემპიონატი და კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატები განსხვავდება ერთმანეთისგან იმ შინაარსის, მიხედვით, რომელსაც ისინი ემსახურებიან, კერძოდ კი,კაზუსების შედგენის ჩემპიონატში სტუდენტები მათთვის მიხემული კონკრეტული დავალების მიხედვით ადგენენ კაზუსებს, ხოლო მეორე ჩემპიონატი გულისხმობს, უკვე არსებული კაზუსების ამოხსნას.

კაზუსების შედგენის ჩემპიონატის მონაწილეებს მიეცემათ ინდივიდუალური დავალებები. რაც გულისხმობს,  (სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის და სისხლის სამართლის) მიმართულებების მიხედვით (თითოეულ დავალებაში მითითებულ) სამართლის ნორმებზე დაყრდნობით კონკრეტული კაზუსების შექმნას (შედგენას), რომლის ამოხსნის დროსაც გამოყენებულ იქნება დავალების მიცემის დროს განსაზღვრული სამართლის ნორმები.

კაზუსების ამოხსნის ჩემპიონატის მონაწილეებს მიეცემათ ასევე ინდივიდუალური დავალებები, რაც გულისხმობს (სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სისხლის სამართლის) მიმართულებების მიხედვით კონკრეტული კაზუსებს, რომლებიც ჩემპიონატის მონაწილემ უნდა ამოხსნას.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების სამართლის (იურიდიული) ფაკულტეტის/სკოლის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ სტუდენტს. კაზუსების შედგენისა და ამოხსნის ჩემპიონატებზე დარეგისტრირება ხორციელდება ცალ-ცალკე, ასევე თქვენ უნდა მიუთითოთ შესაბამისი სამართლის დარგი, რომელშიც გსურთ მიიღოთ მონაწილეობა. ერთ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ერთდროულად ორივე ჩემპიონატში და ნებისმიერ დარგში, ასევე დარგებში.

ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია. მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა - 2013 წლის 30 აპრილი, რეგისტრაცია ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ოთახი - ა402

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ 222-16-37 ან მოგვწერეთ lawschool@iliauni.edu.ge

ჩემპიონატში გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სერთიფიკატებით და საჩუქრებით.

ბანერები