სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრების ფინალური ტურები

ღონისძიებები

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობს ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრება, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს, სამკაციანი გუნდების შემადგენლობით.

მიმდინარე წლის 27 და 29 აპრილს გაიმართება შეჯიბრების ფინალური ტურები:

პარასკევს, 27 აპრილს, 13:00 საათზე, გაიმართება I ტური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში.

დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ:

ირაკლი ფორჩხიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;

კრისტინა რობერტსი  – საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი;

იზაბელა შრანკი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი;

გია ტაბლიაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე;

გიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი.

ასევე 27 აპრილს, 14:00 საათზე, A409 და A101 ოთახებში პარალელურად გაიმართება შეჯიბრება, რომელშიც იასპარეზებს პირველ ეტაპზე (წერილობითი პოზიციები) შერჩეული 8 გუნდი.

27 აპრილის იმიტირებული პროცესების შედეგად გამოვლენილი 4 საუკეთესო გუნდი ასპარეზობას განაგრძობს მიმდინარე წლის 29 აპრილს, კვირას, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში.

I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის” 60-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო II, III და IV ადგილებზე გასული გუნდის წევრებს – სიმბოლური საჩუქრები. ფინალურ ეტაპზე გადასული რვავე გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა შეჯიბრებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. 

ბანერები