


ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის
ახალი ამბები
“ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა დ მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს პროფესული ეთიკის შესახებ ცოდნის გავრცელებას საქართველოში; შეჯიბრი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ პროფესიული ქცევა და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები.
– შეჯიბრში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სამკაციან (ერთი უნივერსიტეტიდან) გუნდებად (მონაწილე არ უნდა იყოს მოქმედი ადვოკატი);
– I და II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის” ვაუჩერი, ხოლო III და IV ადგილზე გასულ გუნდის წევრებს – სიმბოლური საჩუქრები.
შეჯიბრის ეტაპები:
- გაეცანით შეჯიბრის წესებს, იქაა მოცემული შეჯიბრის თარიღები
- მსურველება სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოთ
- – შემდგომ ეტაპზე, რეგისტრირებულმა გუნდებმა, უნდა მოამზადონ წერილობითი პოზიცია შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ მათთვის მიწოდებული საქმის შესახებ, რის საფუძველზეც, ზეპირ განხილვებში მონაწილეობის მისაღებად, შეირჩევა რვა გუნდი (შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია);
- – ზეპირი განხილვების ეტაპზე გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. ზეპირი მოსმენა ჩატარდება ორ რაუნდად: პირველ რაუნდში ფინალისთვის შეირჩევა ოთხი გუნდი, ფინალში კი გამოვლინდება I, II, III და IV ადგილზე გასული გუნდები;
- შეჯიბრის ორივე ეტაპი ტარდება ქართულ ენაზე (მონაწილე გუნდებს შეუძლიათ უცხოენოვანი მრჩევლის აყვანა);
- ნებისმიერი თარიღის ცვლილების შესახებ წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს, თარიღის ცვლილება არ დაარღვევს სამართლიანი შეჯიბრის პრინციპს;
- შეჯიბრის ჩატარების დეტალურ წესები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: შეჯიბრის წესები
შეჯიბრის სამართლიანად წარმართვას უზრუნველყოფენ მოწვეული პროფესორები და იურისტები, რომლებიც შეაფასებენ ნამუშევრებს და მონაწილეების კომპეტენციას, წინასწარ გაწერილი და გამოქვეყნებული წესების მიხედვით.
2023 წელი