სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრი სტუდენტებისთვის

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრში ორგანიზებას უწევს ჭავჭავაძის პროფესიული ეთიკისა და ადვოკატირების შეჯიბრებასრომელიც მიზნად ისახავს იურისტებისთვის პროფესიული ეთიკის სწავლების პოპულარიზაციას საქართველოში; შეჯიბრება შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები, შეაფასონ კონფლიქტური სიტუაციები და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები.

  • შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სამკაციან (ერთი უნივერსიტეტიდან) გუნდებად (მონაწილე არ უნდა იყოს მოქმედი ადვოკატი);
  • I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის” 60-ლარიანი ვაუჩერი, ხოლო II, III და IV ადგილზე გასულ გუნდის წევრებს – სიმბოლური საჩუქრები;
  • გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 2018 წლის 20 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge

შეჯიბრების სამართლიანად წარმართვას უზრუნველყოფენ მოწვეული პროფესორები და იურისტები, რომლებიც შეაფასებენ ნამუშევრებს და მონაწილეების კომპეტენციას წინასწარ გაწერილი და გამოქვეყნებული წესების მიხედვით.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ბანერები