სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ტრენინგები

29 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის ჩაატარებს ტრენინგს - ”არჩევნები და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა“.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. მონაწილეობის უფლებას კი მოიპოვებს ის 40 სტუდენტი, ვინც პირველი დარეგისტრირდება ელექტრონულ მისამართზე registration@iliauni.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10  აპრილი. დარეგისტრირებული სტუდენტები გაიყოფიან ორ 20-კაციან ჯგუფად და დამატებით ინფორმაციას მიიღებენ ელფოსტით.

მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, რეგისტრაციისას მიუთითოთ, რომ რეგისტრირდებით ცესკოს ტრენინგისთვის.

ბანერები