სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ბუდაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ - სოკრატეს კლუბის საჯარო დისკუსია

დისკუსიები

19 სექტემბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ სოკრატეს კლუბის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, რომელზეც განხილული იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ბუდაევა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“.

საქმე ეხება ქალაქ ტირანუზში 2000 წელს ჩამოწოლილ მეწყერს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება წინასწარ არაერთხელ იყო ინფორმირებული რისკის შესახებ (დამცავი ბარიერიერის დაზიანება, მეწყრული პროცესების  დაწყების მაღალი რისკი), შესაბამისი ზომები არ მიიღო, ევაკუაციისთვის საჭირო ქმედებები არ განახორციელა და ფაქტი არ გამოიძია. 

ამ საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წელს დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი, ხოლო ალტერნატიული საცხოვრებელით უზრუნველყოფისა და საგანგებო დახმარების გაწევისთვის გატარებულ ღონისძიებათა ადეკვატურობის კონტექსტში კონვენციის 1-ელი დამატებითი ოქმის 1-ელი მუხლი არ დარღვეულა. 

შეხვედრაზე გამოყენებული იქნება დისკუსია სოკრატეს მეთოდით, რომელიც შესაბამისი კითხვების დასმით დაგვეხმარება პრობლემის გაანალიზებასა და მისი მოგვარების გზების ძიებაში. 

მსჯელობა მიზნად ისახავს გადაწყვეტილების ანალიზს ადამიანის უფლებათა ჭრილში. საქმის განხილვისას დამატებით ვიმსჯელებთ 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერზეც და იმ სამართლებრივ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა აღნიშნულთან  ადამიანის უფლებებთან იყოს დაკავშირებული. 

მომხსენებელი

ანა თავხელიძე, იურისტი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  

მოდერატორი

თამარ ფაჩულია, სტუდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 19 სექტემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები