სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბავშვთა შრომის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

7 თებერვალს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახში გაიმართება ბავშვთა შრომის თემაზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების „თეთრი ტყუილი“ და „ემილის სათამაშო მოედანი“ ჩვენება და დისკუსია.

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.

მომხსენებელი – ანა არგანაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღმასრულებელი დირექტორი;

მოდერატორი – მარიამ სულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი (მიმართულება – სოციალური მეცნიერებები: ფსიქოლოგია).

თეთრი ტყუილი/The White Lie – მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ბავშვთა შრომის შესახებ – ინდოეთში, გუჯარათის შტატის ბამბის პლანტაციებში მომუშავე ბავშვების მძიმე მდგომარეობას აღწერს.

ემილის სათამაშო მოედანი/Emyl’s Playground ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმია მარნეულის რაიონ სოფელ საბირქენდში მცხოვრები 12 წლის ემილ მასიმოვის შესახებ. ფილმი მოგვითხრობს საზოგადოებაზე, რომელშიც ბავშვობა ძალიან ადრე მთავრდება და ბავშვებს ზრდასრულთა მოვალეობებთან უწევთ გამკლავება.

 

დრო: 7 თებერვალი, 18:00

ადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

 

 

 

 

ბანერები