სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ასოციაცია ELSA-ს სემინარი: „უძრავი ქონების რეგისტრაციის პრობლემური საკითხები“

ახალი ამბები

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, 19:00 საათზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია ELSA ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს სემინარს თემაზე: „უძრავი ქონების რეგისტრაციის პრობლემური საკითხები“.

ELSA იურისტ სტუდენტთა მსოფლიოში უდიდესი, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და არასამეწარმეო გაერთიანებაა, რომელიც წარმოდგენილია ევროპის 41 ქვეყნის 300-მდე უნივერსიტეტში. 

სემინარზე განიხილება უძრავი ქონების რეგისტრაციის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ბინის პრივატიზება, აღიარების კომისიის მუშაობა, საჯარო რეესტრის სისტემური და სპოლარული რეგისტრაცია. მომხსენებლები იქნებიანამ სფეროში მომუშავე პრაქტიკოსი იურისტები, საჯარო რეესტრის თანამშრომლები და სამართლის დოქტორანტები: სანდრო შერმადინი, ბუდუ რამიშვილი, მარიამ ბიბილეიშვილი და არტურ აკოფოვი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო და ადგილმდებარეობა:

31 ოქტომბერი-1-ლი ნოემბერი, 19:00 საათი, A101 აუდიტორია

2 ნოემბერი, 19:00 საათი, E207 აუდიტორია

 

ბანერები