სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, არსებული პოლიტიკა, ტენდენციები და გამოწვევები" - საჯარო დისკუსია

ღონისძიებები

22 ნოემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი" გაიმართება საჯარო დისკუსია „არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, არსებული პოლიტიკა, ტენდენციები და გამოწვევები".

დისკუსიის მიზანია, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის კრიტიკული ანალიზი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედების (2016 წელი) შემდეგ და მისი კავშირი არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციასთან.

მომხსენებლები:

  • ანტონ (ტატო) ქელბაქიანი, სამართლის მაგისტრი, ილიაუნის მოწვეული ლექტორი
    • მოხსენება: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკის შედეგები და ზოგადი ტენდენციები";
  • უჩა ბახტაძე, კრიმინოლოგიის პროფესორი
    • მოხსენება: „არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევი მიზეზები და მისი შემცირების გზები";
  • თეონა კუჭავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი
    • მოხსენება: „მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში".

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 ნოემბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი.ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები