სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანტონ ქელბაქიანის საჯარო ლექცია - კრიმინალური სუბკულტურა პენიტენციურ სისტემაში

პენიტენციურ სისტემაში დღეს არსებული კრიმინალური სუბკულტურა რთულ ფენომენს წარმოადგენს. ჩამოყალიბების შემდეგ, არსებობის სხვადასხვა ეტაპზე იგი ახდენდა ადაპტაციას არსებული სიტუაციის შესაბამისად, განიცდიდა ევოლუციას. ეს სუბკულტურა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენდა და დღესაც ახდენს ახალგაზრდა თაობის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე.

საჯარო ლექციის მიზანია მსმენელებისთვის  ზოგადი ინფორმაციის მიწოდება პენიტენციურ სისტემაში დღეს არსებული კრიმინალური სუბკულტურის შესახებ, მისი აღმოცენებისა და განვითარების სტადიების მიმოხილვა. ჩამოყალიბებისა და განვითარების სხვადასხვა ეტაპების ანალიზი მოგვცემს შესაძლებლობას დავინახოთ, თვითგადარჩენის მიზნით, როგორ ცვლიდა ორგანიზებული დანაშაულის ეს ფორმა თავის წესებს და ნორმებს. განხილული იქნება კრიმინალურ სუბკულტურაში უკვე დღეს არსებული ნორმები, იერარქია, ორგანოები, სანქციები, გადაწყვეტილების მიღების წესი და ზოგადად ამ სუბკულტურის გავლენა პენიტენციური სისტემის მუშაობაზე.

ლექცია ჩატარდება 3 აპრილს 13:00 საათზე A 101 - ში.

ანტონ ქელბაქიანის მოკლე ბიოგრაფია ხელმისაწვდომია აქ.

ბანერები