სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად (არადისტანციურ) სტაჟირებას სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე და მესამე კურსების სტუდენტებისთვის.

მოთხოვნები:

  • 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრობის და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტების რეგისტრაცია და საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;

სტაჟირების პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 1;
  • თვიური სარგო – 270 ლარი (დარიცხული).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეების მიხედვით;

მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას;


კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2022 წლის 22-დან 28 თებერვლის 18:00 საათამდე.

გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.

2022 წელი

ბანერები