სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას.

მოთხოვნები:

  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი;
  • საჯარო ლექციებზე სტუდენტთა დასწრების მონიტორინგი;
  • 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:
  • სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
  • ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
  • საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • საკურიერო მომსახურება უნივერსიტეტის კანცელარიასა და სამართლის სკოლის ადმინისტრაციას შორის.
  • სტუდენტთა პირადი საქმეების მოწესრიგება;
  • დიპლომის დანართების დამზადებისას ტექნიკური ხასიათის დახმარება;
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
  • საზაფხულო და ზამთრის სკოლებისთვის ტექნიკურ საორგანიზაციო ნაწილში დახმარება;
  • მიმდინარე სასწავლო პროცესის დროს ტექნიკური ხასიათის საორგანიზაციო საკითხებში დახმარება.

სტაჟირების პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 2
  • სტაჟირების ვადა – 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით (ვადის გაგრძელების პერსპექტივით);
  • სტაჟირება ანაზღაურებადია, თვიური სარგო – 250 ლარი დარიცხული;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს.


კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე კონკურსანტები შეირჩევიან რეზიუმეების მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2019 წლის 12-დან 20 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ დასახელება „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.

 

ბანერები