სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას

მოთხოვნები:

  • 2017 წლის ერთიანი ეროვნული და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ:
    სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; 
    ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა დახმარება;
  • საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
  • სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა. 
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრების პროცესში დახმარება;
  • საკურიერო მომსახურება უნივერსიტეტის კანცელარიასა და სამართლის სკოლის ადმინისტრაციას შორის.

სტაჟირების პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა – 3
  • სტაჟირების ვადა – 2017 წლის 15 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით
  • სტაჟირება ანაზღაურებადია, თვიური სარგო – 100 ლარი

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

პირველ ეტაპზე კონკურსანტები შეირჩევიან რეზიუმეების მიხედვით;
მეორე ეტაპზე გადასულები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე – CV მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge  2017 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით.

გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ დასახელება: სამართლის სკოლის სტაჟიორი.

ბანერები