სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება სამართლის სკოლის ადმინისტრაციაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტთა ანაზღაურებად სტაჟირებას.

მოთხოვნები:

მონაწილეობა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში, კერძოდ:

  • სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა;
  • ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება;
  • საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება;
  • სატელეფონო თუ ზეპირი ხასიათის საინფორმაციო კონსულტაციების გაწევა;
  • შიდა და გარე მობილობაში მონაწილე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა.

სტაჟირების პირობები

  • ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2.
  • სტაჟირების ვადა - 2016 წლის 15 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით.
  • სტაჟირების თვიური სარგო - 150 ლარი.
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. 

კონკურსის ეტაპები

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეების მიხედვით.
მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

კონკურსში მონაწილეობისთვის კანდიდატმა 2016 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოგზავნოს რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge.
გთხოვთ, ველში „თემა“ (subject) მიუთითოთ: „სამართლის სკოლის სტაჟიორი“.

ბანერები