სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ანაზღაურებადი სტაჟირება ილიაუნის სამართლის სკოლაში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს ანაზღაურებად სტაჟირებაზე სამართლის სკოლის ადმინისტრაციულ საქმიანობაში სტუდენტთა ჩართვის მიზნით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საბაკალავრო საფეხურის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს. ანაზღაურებადი სტაჟირების თვიური სარგო შეადგენს 120 ლარს.

კონკურსის პირობები

· მოთხოვნები - ადმინისტრაციულ საქმიანობაში დახმარება;

· ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 1;

· სტაჟირების პერიოდი - 2016 წლის 5 აპრილი - 4 ივნისი.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება რეზიუმეების მიხედვით. მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები გაივლიან გასაუბრებას.

სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

კონკურსში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს რეზიუმე - CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge

განაცხადის ბოლოს ვადაა: 2016 წლის 30 მარტი.

ბანერები