სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ამერიკელი მწერლისა და იურისტის, სკოტ ტუროვის, საჯარო დისკუსია და მისი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სისხლის სამართლის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ეწვევა ამერიკელი მწერალი და იურისტი სკოტ ტუროვი. ილიაუნის A101 აუდიტორიაში გაიმართება მისი ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის - „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ (Presumed Innocent) - ჩვენება. ფილმი გახმოვანებულია ქართულად. ჩვენების დასრულების შემდეგ, სკოტ ტუროვი გამართავს საჯარო დისკუსიას სტუდენტებისათვის.

ავტორის შესახებ
ამერიკელი მწერალი და იურისტი, სკოტ ტუროვი, საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩამოდის. „უდანაშაულობის პრეზუმფციის“ (Presumed Innocent) გარდა, იგი ავტორია შემდეგი წიგნებისა:

  • One L (აშშ-ში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის აუცილებლად წასაკითხ წიგნად ითვლება);
  • The Burden of Proof;
  • Pleading Guilty;
  • Personal Injuries.

ფილმის შესახებ
კრიმინალური დრამა, ტრილერი - „უდანაშაულობის პრეზუმფცია“ (Presumed Innocent) - ეკრანებზე 1990 წელს გამოვიდა. ფილმში მთავარ როლს ჰარისონ ფორდი ასრულებს.

დისკუსიის ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 5 დეკემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები