სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადვოკატთა ასოციაციის საწავლო ცენტრის და ევროპის საბჭოს ერთობლივი ტრენინგი

2014 წლის 7,8,9 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადვოკატთა ასოციაციის სასაწავლო ცენტრისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობით, ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადვოკატთა შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის“ - ფარგლებში  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის გაიმართა ტრენინგი  თემაზე: „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის შიდასახელმწიფოებრივ დონეზე გამოყენება“ ტრენინგზე დასწრების საშუალება ჰქონდათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  საბაკალავრო პროგრამის მე-3, მე-4 კურსის და სამაგისტრო პროგრამის პირველ ოც სტუდენტს რომლებმაც გაიარეს რეგისტრაცია მითითებულ ელ ფოსტაზე.  ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა სამართლის სკოლის სტუდენტებს  სიღრმისეულად შეესწავლათ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი ეროვნულ დონეზე გამოყენების საკითხები.

ბანერები