სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადმინისტრაციული სამართლის კვირეული

ახალი ამბები

ილიაუნის სამართლის სკოლა და იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრი აწყობს ადმინისტრაციულ სამართლის კვირეულს. კვირეულის  ფარგლებში, ჩატარდება  5-დღიანი ტრენინგი ადმინისტრაციული სამართლის პრობლემატურ საკითხებზე.

ტრენინგს გაუძღვებიან ტრენერები:

  • ეკა კაველიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს რეგიონალური განვითარების სამინისტროს სამართალშემოქმედებითი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი; მოწვეული ლექტორი (ევროპის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი);
  • გოგა კიკილაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მრჩეველი, მოწვეული ლექტორი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტი - ასისტენტი).
  • მიხეილ ქურდოვანიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის         დოქტორანტი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მოწვეული ლექტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი).

კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ 4-დღიანი სასწავლო კურსი ადმინისტრაციული სამართლის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. თემატიკა განაწილდება შემდეგნაირად:

I დღე - ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპები

საჯარო მმართველობის არსი და მნიშვნელობა;

საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობა;

ადმინისტრაციული სამართლის ცნება, დანიშნულება და სისტემა;

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის პრინციპები:

  • თანაზომიერების პრინციპი;
  • კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი;
  • უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე;
  • საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა;
  • საქვეყნოობისა და საიდუმლოების პრინციპი;
  • კეთილსინდისიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპები;
  • დისკრეციული უფლებამოსილება.

II დღე- საჯარო   ინფორმაცია

  • ინფორმაციის თავისუფლების არსი და დანიშნულება;
  • საჯარო ინფორმაციის სამართლებრივი მოწესრიგება;
  • საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა და გაცემა;
  • საჯარო ინფორმაციის არსებობისა და მიწოდების ფორმები;
  • ღია და დახურული საჯარო ინფორმაცია;
  • საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადები;
  • კოლეგიური საჯარო დაწესებულებების სხდომების საჯაროობა;
  • უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები.

პერსონალური  მონაცემები

  • პერსონალური მონაცემის ცნება და მნიშვნელობა;
  • პერსონალური მონაცემების გაცემის საფუძვლები;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი და საფუძვლები;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავების/გაცემის წესები;
  • პასუხისმგებლობა  პერსონალური  მონაცემების  დამუშავება/გაცემის  წესების დარღვევისათვის;
  •  უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები.

III დღე - სამართალშემოქმედება:

  • სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები:
  • სამართლებრივი აქტის ცნება;
  • ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ცნება;
  • ინდივიდუალური    ადმინისტრაციულ-სამართლებრივი    აქტის    ფორმა    და რეკვიზიტები;
  • ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება;
  •  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა და აქტის გამოქვეყნება;
  •  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის  გამოქვეყნების და ოფიციალური გაცნობის წესი;
  •  საჯაროდ გამოცხადება;
  • შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში.
  • მოქმედი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის განხილვა:

ნორმატიული სამართლებრივი აქტი:

  •  ნორმატიული სამართლებრივი აქტის ცნება, სახეები და იერარქია;
  •  ნორმატიული        სამართლებრივი        აქტის        მიღების        (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოები;
  •  ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო;
  •  ნორმატიული აქტის რეკვიზიტები.
  • კანონქვემდებარე    ნორმათშემოქმედება:
  • კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ცნება;
  • კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება და გამოცემის უფლების დელეგირება;
  • კანონქვემდებარე    ნორმატიული     აქტის     მომზადებისა    და    მიღების (გამოცემის) ზოგადი წესი;
IV დღე - ადმინისტრაციულიწარმოებისცნებადასახეები
  • მარტივი    ადმინისტრაციული    წარმოება    (ადმინისტრაციული    წარმოების ზოგადი წესები)
  • ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი
  •  ადმინისტრაციულ  წარმოებაში  მონაწილე  სუბიექტები  და  მათი  უფლება მოვალეობანი
  • საქმის გარემოებათა გამოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება
  •  ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება
  •  ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების გამოყენების წინაპირობა
  • დაინტერესებული    მხარის    მონაწილეობა   ფორმალურ    ადმინისტრაციულ წარმოებაში
  • მოწმის    და     ექსპერტის     მონაწილეობა     ფორმალურ     ადმინისტრაციულ წარმოებაში
  • ზეპირი მოსმენა
  • ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების შედეგები
  •  საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
  • საჯარო ადმინისტრაციული წარმოების გამოყენება
  •  საჯარო  გაცნობის  შესახებ  ცნობის  გამოქვეყნება  და  საკუთარი  მოსაზრების წარდგენის წესი
  • ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი
  •  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება
  •  ადმინისტრაციული წარმოება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში
  •  კოლეგიური       ადმინისტრაციული       ორგანოს       მიერ       გამოსაყენებელი ადმინისტრაციული წარმოების განსაზღვრის წესი
  •  კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ჩატარების წესი
  •  კოლეგიური       ადმინისტრაციული        ორგანოს        მიერ        ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება
  •  საზოგადოებრივი ექსპერტის და საზოგადოების მონაწილეობა კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ნორმატიული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის მიღებაში.

V დღე - ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით და ადმინისტრაციული აქტის აღსრულება

  •  ადმინისტრაციული  საჩივრის  წარდგენა  და  გასაჩივრების  უფლების  მქონე სუბიექტები
  • ადმინისტრაციულ       წარმოებაში       მონაწილე       სუბიექტების       უფლება- მოვალეობები
  • ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა და პროცედურა;
  • აღსრულების პროცედურა;
  • აღსრულების სახეები.

ტრენინგები დაიწყება 18:00 საათზე და დასრულდება 22:00 საათზე. მონაწილეები უშუალოდ ჩაერთვებიან ადმინისტრაციული სამართლის პრობლემური საკითხების განხილვაში.

ტრენინგებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.

სტუდენტების შერჩევა მოხდება მათ მიერ წარმოდგენილი რეზიუმეებისა და სამოტივაციო წერილების საფუძველზე. მონაწილეობა უფასოა.

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

დაინტერესებულ  პირებს  ვთხოვთ , რეზიუმე  და  სამოტივაციო  წერილი გადმოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: econtact.lpdc@gmail.com

განაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა: 2016 წლის 24 აპრილის ჩათვლით.

ბანერები