სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული 2020

ღონისძიებები

2020 წლის 3-10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უმასპინძლებს ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის რამდენიმე ღონისძიებას.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლაა. 

_______________________________________________________________________________________________

ღონისძიებათა განრიგი

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკის წლიური საქმიანობის მიმოხილვა

ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინიკა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (USAID/PROLoG) თანამშრომლობით წლიური საქმიანობის პრეზენტაციას გამართავს.  

დრო: 7 დეკემბერი, 19:00 საათი

დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yo7e2cKTu6QFqgsm7

ვრცლად: https://bit.ly/39xydCy

_______________________________________________________________________________________________

ფილმის „რეფორმისტი“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კლინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან თანამშრომლობით გიწვევთ ფილმის „რეფორმისტი“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე.

დრო: 9 დეკემბერი, 19:00 საათი

დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yo7e2cKTu6QFqgsm7

ვრცლად: https://bit.ly/3qoBcmO

_______________________________________________________________________________________________

ადამიანის უფლებათა გაკვეთილი სკოლის მოსწავლეებისთვის „რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?”

ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”(USAID/PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ადამიანის უფლებათა გაკვეთილზე „რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?“

დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია  ბმულზეhttps://forms.gle/Yo7e2cKTu6QFqgsm7

ვრცლად: https://bit.ly/37zuku4

_______________________________________________________________________________________________

კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ დაგეგმილი აქტივობების სრული განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/33CnkLJ

2020 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები