


ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული
ღონისძიებები
2-10 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად უმასპინძლებს ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულს.
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებათა შესახებ პრობლემურ საკითხებზე ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლაა.
განრიგი
„როგორც მე მინდა” – ფილმის ჩვენება და დისკუსია
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
დრო: 3 დეკემბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
ვრცლად: https://bit.ly/3UnPn9v
ადამიანის უფლებათა გაკვეთილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 9 დეკემბერი, 12:00 საათი
ვრცლად: https://bit.ly/3P6pl9T
2022 წელი