სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

ღონისძიებები

2016 წლის 5-10 დეკემბერს, თბილისში ჩატარდება ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული, რომლის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ საჯარო ლექციებსა და დისკუსიებში - მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დამცველი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

პანელური დისკუსია: გენდერზე დაფუძნებული ძალადობა და სექსუალური შევიწროება საქართველოში

დრო და ადგილმდებარეობა: 5 დეკემბერი, 19:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მომხსენებლები:

  • ეკატერინე იმერლიშვილი - ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი;
  • ბაია პატარაია - ორგანიზაცია „საფარი“;
  • ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
  • ეკატერინე სხილაძე - საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი.


პანელური დისკუსია: „უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების უფლებები“

დრო და ადგილმდებარეობა: 8 დეკემბერი, 19:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მომხსენებლები:

  • მარიამ მიქიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „მირიანი“;
  • ნინო ბაიდაური - „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“;
  • ანა აბაშიძე - „პარტნიორობა ადამიანების უფლებებისთვის“;
  • ნათია გვიანიშვილი - „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“.

დისკუსიების მოდერატორია თამარ გურჩიანი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი.

დასწრება თავისუფალია.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული განრიგი იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები