სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კლინიკის კოლოქვიუმი

ღონისძიებები

1 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა კოლოქვიუმს გამართავს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გამართავენ პრეზენტაციებს, რომლებზეც მიმოიხილავენ კლინიკური კურსების – „ადამიანის უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ სამართალში“ და „საკანონმდებლო ტექნიკის“ – ფარგლებში წარმოებულ საქმეებს, ასევე საქართველოს პარლამენტისთვის მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს, ისაუბრებენ გენდერის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, სოციალური, ენის, აგრეთვე ეთნიკური კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებსა და სოციალური უფლებების დარღვევის საქმეებზე. დისკუსიის ნაწილში კი გაანალიზებენ სხვადასხვა შიდა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენების ეფექტიანობას, ადამიანის უფლებათა კლინიკის საქმეებზე მუშაობისას წარმოქმნილ პრაქტიკულსა და სამართლებრივ პრობლემებს. 

მომხსენებლები: 

ქეთევან ბეჟანიშვილი, სალომე ჭიკაძე, ნათია ასლანოვა, მარიამ ტაგაშვილი, ჟანა ბეღელაძე, მარიამ გოგოლაძე, თამარ ზოიძე, სალომე ღარიბაშვილი, ბაჩანა ჭირაქაძე, აიჰან ჰასანლი და მარიამ ხურცილავა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები;

თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი; ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი;

თამარ კორძაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი;

ხატია ცეცხლაძე, კლინიკის ადმინისტრატორი და იურისტი; სოკრატეს კლუბის კოორდინატორი;

ნატო მირზაშვილი, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების და კლინიკის მკვლევარი;

მანუჩარ ცეცხლაძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების და კლინიკის მკვლევარი;

ბრიჯიტ არიმონდი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორი, ფრიცკერის სამართლის სკოლა (ჩიკაგო, აშშ).

მოდერატორი – ანა აფციაური, კლინიკის კოორდინატორი და იურისტი, მოწვეული ლექტორი


ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/56use4jt

სამუშაო ენები: ქართული,ინგლისური

დრო: 1 ივლისი, 10:00-13:00 სთ.

ადგილმდებარეობა: აუდიტორია F104, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები