სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კლინიკის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გიწვევთ ადამიანის უფლებათა კლინიკის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე. 

მომხსენებელი: თამარ გურჩიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი; 

ირაკლი ფორჩხიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი;

თამარ ბარამაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგსიტრო პროგრამის სტუდენტი; 

ნანო ლიპარტია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის მაგისტრი.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. 

ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში დაფუძნდა.

კლინიკა 2018-2019 სასწავლო წლიდან ფუნქციონირებს და მისი მთავარი მისია სამართლებრივი ცოდნის შექმნა, გადაცემა, გამოყენება, სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბებაა.

ანგარიშის პრეზენტაციაზე კლინიკის სტუდენტების მიერ წარმოებულ საქმეებსა და ერთი წლის მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას მიმოვიხილავთ. 


დრო: 11 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)


ბანერები