სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა იურისტები - ქსელის პრეზენტაცია

ადამიანის უფლებათა იურისტები - ქსელის პრეზენტაცია
სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მოეწყო „ადამიანის უფლებათა იურისტები“ - ქსელის პრეზენტაცია. ქსელი ჩამოყალიბდა საკონსტიტუციო სასამართლოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის, კონსტიტუციური სამართლის „საზაფხულო სკოლის“ კურსდამთავრებულების მიერ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზურაბ ჯავახიშვილი, მისი აღმატებულება აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ევროკავშირის წარმომადგენელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, პირველი კოლეგიის თავმჯდომარე კოტე ვარძელაშვილი, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  დეკანი გიორგი თუმანიშვილი. პრეზენტაციას ასევე, ესწრებოდნენ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, უნივერსიტეტების, მედიისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, JILEP-ის წარმომადგნელი სტივენ ოსტენ მილერი.

პრეზენტაციის მეორე ნაწილი დაეთმო ქსელის სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას. „კონსტიტუციური კვლევების ცენტრის“ წარმომადგენლებმა: გიორგი მელაძემ, კარლო გოდოლაძემ და გიორგი მუმლაძემ „საზაფხულო სკოლის“ კურსდამთავრებულებსა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს  ცენტრის სამომავლო გეგმები და ისაუბრეს ქსელის საქმიანობის პრიორიტეტებზე 2013-14 სასწავლო წლის განმავლობაში.

 „ადამიანის უფლებათა იურისტების“ ქსელი საერთო ლიბერალური ღირებულებების მქონე ახალგაზრდა იურისტებს დაეხმარება პროფესიული კავშირების შენარჩუნებაში, პროფესიულ განვითარებაში და ხელს შეუწყობს მათ ჩართვას კონსტიტუციური სამართლის რეფორმის პროცესში.

ბანერები