სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა გაკვეთილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 12:00 საათზე, საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ყვარლის ევროკლუბი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში ადამიანის უფლებათა გაკვეთილებს გამართავს.

გაკვეთილების შესახებ

ადამიანის უფლებათა გაკვეთილები ყვარლის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში ერთდროულად გაიმართება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები მოსწავლეებთან ერთად განიხილავენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

ადამიანის უფლებებს კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე რთული, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, გაკვეთილების მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე.

გაკვეთილის მსვლელობისას სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

მომხსენებლები:

  • მარიამ გვასალია, აიჰან ჰასანლი, ნიკა გურინი, თამთა კახიძე, ხატია ცეცხლაძე და თამთა წვერაიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 9 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა:

ქ. ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახელობის #1 საჯარო სკოლა;
ქ. ყვარლის #2 საჯარო სკოლა;
ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის გავაზის საჯარო სკოლა;
ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის მთისძირის საჯარო სკოლა;
ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა;
ქ. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლა;

სწრაფი ბმულები:

  • კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების განრიგი
2022 წელი
ბანერები