სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა გაკვეთილი „რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?”

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში”(USAID/PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ადამიანის უფლებათა გაკვეთილზე „რა გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?“

ადამიანის უფლებათა გაკვეთილი, რომელიც ყოველწლიურად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს ტარდება, სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა.

მისი მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრონ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ, მათი დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.

ადამიანის უფლებათა გაკვეთილზე განხილული იქნება, რა გავლენა იქონია პანდემიამ ისეთ უფლებებზე, როგორებიცაა: გამოხატვის თავისუფლება, განათლების უფლება, შრომის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და სხვ.

მომხსენებლები:

სალომე კვირიკაშვილი, ზურა ფარქოსაძე, ნინო ჩიხლაძე, ნაშირ ორდუხანი, გაგა თუთარაშვილი, თეკლე ბრეგვაძე – ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტები

მოდერატორი:

მარიამ დევიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი, სამართლის სკოლის სტუდენტი

ღონისძიებაზე მოსწავლეებისთვის ადამიანის უფლებების შესახებ ესეების კონკურსი გამოცხადდება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის აქტუალურ კონკრეტულ უფლებაზე მოამზადონ ესე და მიიღონ მონაწილეობა კონკურსში. დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ ადამიანის უფლებათა გაკვეთილზე მოისმენთ.

ღონისძიება გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yo7e2cKTu6QFqgsm7

დრო: 10 დეკემბერი, 16:00 საათი

2020 წელი

 

ბანერები