სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა გაკვეთილები ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში

ღონისძიებები

28 აპრილს, 12:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება და ყვარლის ევროკლუბი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებში ადამიანის უფლებათა გაკვეთილებს გამართავენ. 

ილიუნის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულები მოსწავლეებთან ერთად იმსჯელებენ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებაზე.

გაკვეთილები შეეხება შემდეგ თემებს: დისკრიმინაციის ცნება და მის აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებები, სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და განათლების უფლება.

გაკვეთილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ საჯარო სკოლაში ერთდროულად გაიმართება. მათი მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრონ ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე, აუცილებლობასა და მექანიზმებზე, დასვან შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში.

მომხსენებლები:

  • ხატია ცეცხლაძე, პრაქტიკოსი, ადამიანის უფლებათა კლინიკა; კოორდინატორი, სოკრატეს კლუბი;
  • ნატო მირზაშვილი, მანუჩარ ცეცხლაძე, მკვლევრები, ადამიანის უფლებათა მიმართულება და კლინიკა

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 28 აპრილი, 12:30 საათი

ადგილმდებარეობა: სოფელ შილდის №1 საჯარო სკოლა, სოფელ ახალსოფლის №2 საჯარო სკოლა, სოფელ გავაზის საჯარო სკოლა.

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები