სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა გაკვეთილები თბილისის N21 საჯარო სკოლაში

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების სტუდენტები USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით თბილისის N21 საჯარო სკოლაში გამართავენ ადამიანის უფლებათა გაკვეთილებს. ისინი მოსწავლეებთან ერთად განიხილავენ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ მექანიზმებს.

გაკვეთილების მიზანია, მოსწავლეებმა სტუდენტებთან ერთად ისაუბრონ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა შესახებ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე.

გაკვეთილზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასვან შეკითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.

მომხსენებლები:

თამარ ფაჩულია, აიჰან ჰასანლი, ნუცა ოსიაშვილი, ილია კუჭავა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 5 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: თბილისის N21 საჯარო სკოლა, ვ. პეტრიაშვილის ქ. N7

2023

 

ბანერები