სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება edit-a-thon ილიაუნიში

ღონისძიებები

გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარიატსა და Wiki-media-ს შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებს ადამიანის უფლებების შესახებ Wiki-media-ს მაქსიმალურ გამდიდრებას. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საქართველოს ოფისი ქართულ ვიკიპედიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან თანამშრომლობით გეგმავს ადამიანის უფლებათა დღისადმი მიძღვნილი edit-a-thon-ის ორგანიზებას. 

ღონისძიება გაიმართება ორ ეტაპად: 

პირველ ეტაპზე (30 ნოემბერი) შერჩეულ სტუდენტებს ქართული ვიკიპედიის წარმომადგენელი გადაამზადებს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს მიეცემათ რამდენიმე თემა, რომლებიც ადამიანის უფლებებსა და გაერთიანებული ერების საზედამხედველო ორგანოებს ეხება და რომელთა შესახებაც ქართულ ვიკიპედიაში ინფორმაცია ან ძალიან მწირია, ან საერთოდ არ არსებობს; 

მეორე ეტაპზე (10 დეკემბერი) სტუდენტები ქართულ ვიკიპედიაში მათ მიერ მომზადებულ მასალებს განათავსებენ. 

  • ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ სამართლის სკოლის ყველა საფეხურის სტუდენტებს, რომლებმაც უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ ერთი გვერდი) 27 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sbenashvili@gmail.com ;

  • შესარჩევი სტუდენტების რაოდენობა: 11;

  • სამუშაო ენა: ქართული;

  • ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა ვიკიპედიის რედაქტორის სერტიფიკატი 

ღონისძიება იგეგმება გაერთიანებული ერების უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით. 

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ ტრენინგში მონაწილეობა შეფასდება 2%-ით.

ბანერები