სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

აბიტურიენტთა რეგისტრაცია

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლის მსურველმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 2014 წლის 2 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 18:00 საათამდე, მის. ჭავჭავაძის გამზირი N32, ოთახი A404;

აბიტურიენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი (1 ეგზემპლარი); უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების პლასტიკური ბარათი (სასურველია);
3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატის - სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი;
4. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
5. 1 ფოტო სურათი ზომით ¾ და მისი ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).

მოგმართავთ თხოვნით,შესაძლებლობის შემთხვევაში რეგისტრაცია გაიაროთ დროულად და არ დაელოთ რეგისტრაციის ბოლო დღეს.

გისურვებთ წარმატებებს.

ბანერები