სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

2013 წლის 20 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოფიციალურად გაიხსნა ელსას ოფისი






2013 წლის 20 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში,
ოფიციალურად გაიხსნა ელსას ოფისი

ელსას ოფისი იმუშავებს ორშაბათიდან  შაბათის ჩათვლით, 11:00 დან 18:00 საათამდე! (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32, D კორპუსი, 305-ე  აუდიტორია).

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ოფის-მენეჯერებისგან ელსას შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, შეიტყოთ ყველა ახალი პროექტის შესახებ, რომელსაც აქტიურად შემოგთავაზებთ. გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ ტრენინგებს, მიღოთ მონაწილეობა იმიტირებულ პროცესებში, სამართლის სკოლებში, სემინარებში, კონფერენციებში, გაიაროთ სტაჟირება ევროპის წამყვან იურიდიულ ფირმებში... და რაც მთავარია, შეგიძლიათ გაიკეთოთ კარიერა ჩვენს ორგანიზაციაში და აქტიურად ჩაერთოთ ელსას ცხოვრებაში.


ELSA-ს წევრობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32, D კორპუსი, 205-ე  აუდიტორია):

• შევსებული გასაწევრიანებელი ბლანკი;
• შევსებული კითხვარი;
• სტუდენტის ცნობა ან უმაღლესი იურიდიული განათლების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• სამოტივაციო წერილი (რომელიც უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: ა) რატომ გსურთ ასოციაციაში გაწევრიანება? ბ) თქვენი აზრით რას მოქცემთ წევრობა? გ) რა სარგებელი შეგიძლიათ მისცეთ თქვენი წევრობით ასოციაციას?)
• რეზიუმე (CV);
• პირადობის მოწმობის ასლი;
• 1 ფოტოსურათი (3x4 ან ბიომეტრიული), როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული ფორმით.

სააპლიკაციო ფორმა ჩამოტვირთეთ: აქედან
კითხვარი ჩამოტვირთეთ: აქედან  
ელსა საქართველოს ადმინისტრაცია მუშაობს ახალი, ელექტორნული ფორმით წევრობის სისტემის დანეგვაზე, უახლოეს მომავალში წევრების მიღება ასევე იწარმოებს ელექტრონული ფორმითაც.

გისურვებთ წარმატებებს ელსასთან ერთად!

 

 

 

 

 

ბანერები