სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2014 წლის 21 თებერვალს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად უმასპინძლა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციისადმი მიძღვნილ განხილვას.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი გიორგი პაპუაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი გიგი თევზაძე და სამართლის სკოლის დეკანი პროფესორი გიორგი თუმანიშვილი.

მონაწილეებმა ისაუბრეს პირველი რესპუბლიკის პერიოდის მნიშვნელობაზე. ბატონმა გიორგი პაპუაშვილმა წაიკითხა ლექცია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის შესახებ. 

ღონისძიების დასასრულს კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ ორგანიზებული სალექციო პროგრამის ფარგლებში „კონსტიტუცია და დემოკრატია“ მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ბანერები