საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ყველაფერი ილიაუნის მედიცინის საბაკალავრო პროგრამის შესახებ

ღონისძიებები

9 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა ფეისბუქის ლაივის საშუალებით დისტანციურ რეჟიმში გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სამედიცინო განათლების მიღებით დაინტერესებული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.

საინფორმაციო შეხვედრის თემა: „ილიაუნის მედიცინის საბაკალავრო პროგრამა“

შეხვედრაზე გაეცნობით ინფორმაციას პროგრამის სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.

ასევე გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხები მედიცინის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან.

გელოდებით სამედიცინო განათლებით დაინტერესებულ აბიტურიენტებს, მათ მშობლებს მთელი საქართველოდან 9 აპრილს, 13:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

დრო: 9 აპრილი, 13:00 საათი

ადგილი: ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები