საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ყველაფერი ილიაუნის ფიზიკის პროგრამის შესახებ

ღონისძიებები

27 აპრილს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით დისტანციურად გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ფიზიკის პროგრამების შესახებ.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების
შესაძლებლობებზე გესაუბრებიან:

  • ანდრია როგავა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი;
  • გია ჯაფარიძე – ილიაუნის სრული პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი;
  • ბესიკ კანკია – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (კოლუმბუსი, აშშ) უფროსი მკვლევარი;

  • გრიგოლ ღოღობერიძე – ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ვორვიკის უნივერსიტეტის (გაერთიანებული სამეფო) ასოცირებული მკვლევარი;

  • თეიმურაზ ზაქარაშვილი  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია) მკვლევარი;

  • ნათია კევლიშვილი ილიაუნის დოქტორანტი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი;

  • ლუკა ჯიბუტი ილიაუნისა და შტუტგარტის უნივერსიტეტების მაგისტრი, შტუტგარტისა და მესამე თეორიული ინსტიტუტების (Institute of theoretical physics III) მკვლევარი.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.

გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ფიზიკის მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 27 აპრილს, 20:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

დრო: 27 აპრილი, 20:00 საათი

ადგილი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფეისბუქგვერდ

ბანერები