საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ყველაფერი ეკოლოგიის პროგრამების შესახებ

ღონისძიებები

5 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ფეისბუქის ლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ეკოლოგიის პროგრამების შესახებ.

მომავალ პროფესიაზე, პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების მეთოდოლოგიაზე, დაფინანსების მოპოვების, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე გვესაუბრებიან:

  • დავით თარხნიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ევოლუციური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულებით;
  • ნათია კოპალიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ცხოველთა ქცევის ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით;
  • ზურაბ ჯავახიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით, ზოოლოგი, ორნითოლოგი;
  • მარი მურცხვალაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კონსერვაციული გენეტიკის მიმართულებით;
  • ზურაბ გურიელიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიის და ეკოლოგიის მიმართულებით, ზოოლოგი, თბილისის ზოოპარკის დირექტორი;
  • ლევან მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიის, ბიომრავალფეროვნებისა და უხერხემლო ცხოველთა ზოოლოგიის მიმართულებით;
  • ქეთევან ბაცაცაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბოტანიკის მიმართულებით, უმდაბლესი მცენარეების სპეციალისტი;
  • ელენე ჟურავლოვა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოქიმიის მიმართულებით; ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი;
  • გიორგი სულამანიძე – ეკოლოგი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი;
  • მარიამ გაბელაია – ბონის კოენიგის ზოოლოგიური მუზეუმის (გერმანია) მკვლევარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის პროგრამის კურსდამთავრებული;
  • ლაშა ძაძამია – გერმანიის საერთაშორისო ფონდის (GIZ) თბილისის ოფისის თანამშრომელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებრივი რესურსებისა და მეტყევეობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;
  • თამარ ბერიძე – ეკოლოგიის პროგრამის დოქტორანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული;
  • გიორგი იანქოშვილი – ეკოლოგი, ზოოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული;
  • თინათინ ჩხარტიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი.

გექნებათ შესაძლებლობა, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებული ხართ ეკოლოგიის მიმართულებით განათლების მიღებით, მთელი საქართველოდან 5 მაისს, 14:00 საათზე, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში.

დრო: 5 მაისი, 14:00 საათი

ადგილი: ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი

ბანერები