საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ურბანული ტყეები და მეტყევეობა - GIZ-ის ექსპერტების საჯარო ლექცია

ღონისძიებები

9 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  მოხსენებებს წაიკითხავენ ურბანული მეტყევეობისა და ეკოსისტემური სერვისების შეფასების სპეციალისტი რობერტ ჰოსტნიკი და დოქტორი ლუც ფეზერი. 

მოხსენება „ურბანული ტყეები - თანამედროვე ტყის მართვის გამოწვევა"
(ქალაქ ცელიეს ტყის მაგალითი, სლოვენია)

მომხსენებელი – რობერტ ჰოსტნიკი, მეტყევე, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის მაგისტრი,ურბანული მეტყევეობისა და ეკოსისტემური სერვისების შეფასების სპეციალისტი, სლოვენია

მოხსენების შესახებ

მომხსენებელი შეეხება ურბანული მეტყევეობის აღქმის, პოლიტიკისა და მართვის საკითხებს სლოვენიის მაგალითზე. ქვეყანაში ტყით დაფარული ტერიტორია საერთო ფართობის 58%-ს შეადგენს და ყველაზე ხშირადსწორედ ურბანულ ტყეებს ნახულობენ.

მოხსენება „ურბანული მეტყევეობა, როგორც ტყის მართვის ნაწილი”
(ქალაქ ლიუბეკის ტყის მაგალითი, გერმანია)

მომხსენებელი – დოქტორი ლუც ფეზერი, მეტყევე, გერმანია

მოხსენების შესახებ

გაეროს 1992 წლის რიოს კონვენციების მოთხოვნით ტყის მართვა მდგრადი განვითარების პრინციპებს უნდა დაეფუძნოს, რაც ერთდროულად ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ საჭიროებათა გათვალისწინებას გულისხმობს. მომხსენებელი ტყის სწორედ ამ პრინციპებით მართვაზე ისაუბრებს გერმანიის ქალაქ ლიუბეკის ტყის მართვის მაგალითზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 ივნისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია. 

2023

 

ბანერები