საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ურბანული ეკოლოგია და მავნებლების ინტეგრირებული მართვა" – დოქტორ რონ ჰარისონის მოხსენება

ღონისძიებები

28 ნოემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში დოქტორი რონ ჰარისონი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ურბანული ეკოლოგია და მავნებლების ინტეგრირებული მართვა".

თანამედროვე გარემოში ურბანული წნეხი ხანდახან იწვევს კონფლიქტს ადამიანსა და უხერხემლოებს, მღრღნელებსა და სხვა ცხოველებს შორის. ზოგიერთი მათგანი პოტენციური მავნებელია და საფრთხე უქმნის სურსათის უვნებლობას, სანიტარიას, საზოგადო ჯანმრთელობას. საზოგადოების მოვალეობაა, მართოს მსგავსი კონფლიქტი.

თუ ადამიანმა არ მიმართა ცოდნას, მეცნიერებას, არ გამოიყენა სხვადასხვა ჭკვიანური მეთოდი, შეიძლება გატარებულმა ღონისძიებებმა კიდევ უფრო დააზიანოს გარემო.

მომხსენებლის შესახებ

რონ ჰარისონმა აგრონომიის ბაკალავრის ხარისხი მიიღო იუტას სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი – მებაღეობაში, ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი კი მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში.

დოქტორი ჰარისონი 1998 წლიდან შპს Rollins/Orkin-ში მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე – დაწყებული ტრენინგის დირექტორით დამთავრებული გლობალური ტექნიკური სერვისების დირექტორით. იგი იკვლევს და რეკომენდაციას უწევს ყველაზე ეფექტურ პროდუქტებსა და მომსახურების ტიპებს. თანამშრომლობს უნივერსიტეტებთან. პოპულარული სპიკერია მავნებლების კონტროლის მიმართულებით.

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი)

დრო: 28 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრი, S800 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

ბანერები