საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სურსათის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებმა საწარმოო პრაქტიკის კურსი გაიარეს

ახალი ამბები

2022/23 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სურსათის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებმა საწარმოო პრაქტიკის კურსი გაიარეს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში და ეწვივნენ ლუდის მწარმოებელ საწარმო შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, ღვინის მწარმოებელ საწარმო „ბადაგონს“, და „შპს ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორიას", სადაც გაეცნენ მათი მუშაობის პრონციპებს, შეისწავლეს წარმოების ძირითადი ასპექტები და წარმოების ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტები.

საწარმოო პრაქტიკის მიზანია, მაგისტრანტებმა გაანალიზონ, როგორ უნდა გამოიყენონ სამაგისტრო პროგრამის დროს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში და მისი გამოყენების ახალი შესაძლებლობები.

 2023 წელი

ბანერები