საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

ახალი ამბები

2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2022 წლის 25 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის, „არგუსის“ საშუალებით.

საბაკალავრო საფეხურის ყველა პროგრამაზე 2020-2021 სასწავლო წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს სავალდებულოა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული ჰქონდეთ მეოთხე გამოცდა, ერთ-ერთი, შემდეგი საგნებიდან: ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკა, გეოგრაფია, ქიმია. გამონაკლისი დაშვებულია იმ სტუდენტთათვის, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ ჩაბარებული ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკის შესავალი კურსი/კურსები.

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ საგანში/საგნებში გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან.

2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები“.  

სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე – ბუნების დაცვასა და მეტყევეობაზე, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებზე – მობილობის მსურველ პირებს სავალდებულოა ჩაბარებული ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა (2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხვის შემთხევაში აუცილებელია ჩაბარებული ტესტის ტიპი ემთხვეოდეს პროგრამის მიღების პირობებს).

სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს წინაპირობები, დადგენილი სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის (მათ შორის შესაბამისი პროგრამის მიღების პროცედურებით გათვალისწინებული ზეპირი გამოცდის ჩაბარება).

სადოქტორო საფეხურის პროგრამაზე დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს წინაპირობები, დადგენილი სადოქტორო პროგრამაზე მიღებისთვის, მათ შორის საკვლევი თემის თავსებადობა სასურველი პროგრამის მიზნებსა და შედეგებთან უნდა დაადგინოს შესაბამისმა დარგობრივმა კომისიამ.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტებისთვის გაცნობისა და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2022 წლის 11 მარტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

➳ თბილისი, ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
☏ (+995 32) 222 00 09 (115)
sciences_medicine@iliauni.edu.ge

 2022 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები