საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის გამოცხადდა შიდა მობილობა

 სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ბაკალავრიატი დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) კვოტის გარეშე
ბაკალავრიატი ეკოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) კვოტის გარეშე
ბაკალავრიატი ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) კვოტის გარეშე
ბაკალავრიატი ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) კვოტის გარეშე
მაგისტრატურა  საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი) 1
მაგისტრატურა  დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები 5

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვროს 2023 წლის 21 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით;

სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის

სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის

ელექტრონულ სისტემა ,,არგუსი“-ს საშუალებით.

საბაკალავრო საფეხურზე:

2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის

ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი:

  • ა) მათემატიკა;
  • ბ) გეოგრაფია;
  • გ) ფიზიკა;
  • დ) ქიმია;
  • ე) ბიოლოგია.

ამ   პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;

დაშვებულია  გამონაკლისი იმ სტუდენტთათვის, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ ჩაბარებული შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან;

2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები.

სამაგისტრო საფეხურზე:

მითითებულ სამაგისტრო პროგრამებზე, მობილობის მსურველ პირებს სავალდებულოა ჩაბარებული ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდა (2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხვის შემთხევაში აუცილებელია, რომ ჩაბარებული ტესტის ტიპი ემთხვეოდეს პროგრამის მიღების პირობებს) და აკმაყოფილებს იმ წინაპირობებს, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის (მათ შორის, შესაბამისი პროგრამის მიღების პროცედურებით გათვალისწინებული წერით და/ან ზეპირი გამოცდის ჩაბარება), კერძოდ:

  • ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა“  მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის/ბაკალავრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან შესაბამისი კვალიფიკაცია :
    •  საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში,
    •  სოციალური მუშაობის და კონსულტაციის სფეროში,
    •  ფარმაციის ან საექთნო საქმის სფეროში,
    •  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების ან მენეჯმენტის სფეროებში,
    •  ან ჰქონდეს დიპლომირებული მედიკოსის ან დიპლომირებული სტომატოლოგის კვალიფიკაცია.

 ამასთანავე, მან უნდა დაადასტუროს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა ვალიდური სერტიფიკატით, ან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის წარმატებით ჩაბარებით. ასევე, მობლიობის მსურველმა უნდა დაადასტუროს რაოდენობრივი მსჯელობის უნარი შესაბამისი სერტიფიკატით ან შიდასაუნივერსიტეტო შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარებით. მობილობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო ესე და წარმატებით გაიაროს სპეციალობის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა

  • სამაგისტრო პროგრამაზე „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები“ მობილობის მსურველს ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში, ასევე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ასევე წარმატებით უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში გამოცხადებული შიდა მობილობის თაობაზე დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბრძანებაში.

 2023 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები