


სემინარი „ზუთხისებრთა კონსერვაციისთვის ჩატარებული კვლევები ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე“
სემინარები
18 სექტემბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მოეწყობა სემინარი „ზუთხისებრთა კონსერვაციისთვის ჩატარებული კვლევები ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე“.
ჩრდილოეთ ამერიკის ზუთხისებრნი – ატლანტური, ყურის და მოკლეცხვირიანი ზუთხი, ხანგრძლივად მცხოვრები – მიგრატორი თევზის სახეობებია, გავრცელებული ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე. გადაჭარბებული მოპოვებისა და საცხოვრებელი გარემოს დაზიანების გამო ზუთხების რიცხოვნობა კრიტიკულადაა შემცირებული. ახლა მათ იცავს ამერიკის შეერთებული შტატების აქტი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა შესახებ. მიუხედავად ამისა, სახეობათა რაოდენობა კვლავ იკლებს, ამიტომ მათ გადასარჩენად საჭიროა თანამედროვე კვლევის მეთოდების შემუშავება.
დოქტორები კაზიაკი და ფოქსი უწყვეტ კვლევებს ატარებენ მათი პოპულაციების მდგომარეობის შესასწავლად და აღდგენის ხელშესაწყობად. პოპულაციებში ინდივიდების რაოდენობის, მარაგების შემადგენლობისა და მიგრაციის გზების შესაფასებლად იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა: მოლეკულური გენეტიკის, აკუსტიკური ტელემეტრიისა და გვერდით სონარსკანირების მეთოდი.
დოქტორები კაზიაკი და ფოქსი მოხსენებაში განიხილავენ ზუთხისებრთა კონსერვაციის ძირითად გამოწვევებს და თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებს.
სემინარის ხანგრძლივობა – 1 საათი
განხილვა – 30 წუთი
სემინარზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ორგანიზაცია Fauna & Flora-ს სამეცნიერო კოორდინატორი თამარ ბერიძე გამართავს პრეზენტაციას „საქართველოში გავრცელებულ ზუთხისებრთა კვლევა და კონსერვაცია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Fauna & Flora-ის სამეცნიერო კვლევებისა და კონსერვაციულ ღონისძიებათა შესახებ.
მომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Fauna & Flora-ს მიერ ჩატარებული გენეტიკური და ეკოლოგიური კვლევების ძირითად შედეგებსა და გეგმებს, ისაუბრებს მიმდინარე კონსერვაციული პროექტების შესახებ.
პრეზენტაცის ხანგრძლივობა – 15 წუთი
განხილვა – 10 წუთი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 სექტემბერი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი