საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სეისმოლოგიიდან ქართულ მრავალხმიანობამდე – პოტსდამის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ფრანკ შერბაუმის საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

24 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზში პოტსდამის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ფრანკ შერბაუმი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სეისმოლოგის მიდგომა ტრადიციული ქართული ვოკალური მუსიკის ანალიზისადმი“ (A Seismologist’s Approach to the Analysis of Traditional Georgian Vocal Music).

რა საერთო შეიძლება ჰქონდეს სეისმოლოგიასა და ქართულ მრავალხმიანობას? პროფ. ფრანკ შერბაუმი ისაუბრებს, როგორ შეიძლება სეისმური სიგნალების ანალიზის მეთოდებისა და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ქართული ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერის შესასწავლად გამოყენება.

ლექციაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ვოკალური მუსიკის მრავალწლიანი კვლევის შედეგები, მათ შორის სვანეთში, გურიაში, რაჭასა და თბილისში შესრულებული უნიკალური მრავალარხიანი ჩანაწერების ანალიზი.

ფრანკ შერბაუმი პოტსდამის უნივერსიტეტის გეოფიზიკის ემერიტუს პროფესორი და SeismoSoundScape-Lab-ის დამფუძნებელია. 2022 წელს ქართული ტრადიციული ვოკალური მუსიკის კვლევაში შეტანილი წვლილისთვის მას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.

დრო: 24 სექტემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები