საველე სკოლა ჯავახეთში
კონკურსები
1-4 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჯავახეთში, ქალაქ ახალქალაქში, ინსტიტუტის ობსერვატორიის ბაზაზე გაიმართება საველე სკოლა.
სკოლის პროგრამა მოიცავს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსებს.
ლექციებს წაიკითხავენ ქართველი და ამერიკელი პროფესორები.
ვის შეუძლია მონაწილეობა
მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს (გარდა დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პროგრამის სტუდენტებისა). სტუდენტს უნდა ჰქონდეს გავლილი არაუმეტეს ოთხი სემესტრისა.
მონაწილეებს შეარჩევენ კონკურსით.
კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: ies@iliauni.edu.ge.
წერილში უნდა აღწერონ, რატომ აინტერესებთ დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები. ასევე უნდა მიუთითონ სახელი, გვარი, კურსი, ფაკულტეტი და პროგრამა.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 22 აგვისტო, 14:00 საათი.
საცხოვრებელი პირობები
მონაწილეები იცხოვრებენ სურვილისამებრ კარავში ან კოტეჯში. ტრანსპორტირებას, კვებასა და კომფორტულ პირობებს უზრუნველყოფენ ორგანიზატორები.
საველე სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
დღის წესრიგი იხილეთ დანართში.
2025