საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს კლდის ძეგლების გეოლოგიური კვლევა და ციფრული დოკუმენტაცია

ახალი ამბები

26-30 სექტემბერს ქართველმა და იტალიელმა ექსპერტებმა ჩაატარეს ერთობლივი საველე კვლევები საქართველოს გამორჩეულ კულტურულ მემკვიდრეობაზე, კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე.

კვლევების მიზანია გეოლოგიური აგებულებისა და ქანების მდგომარეობის შესწავლა. პარალელურად განხორციელდა ძეგლების დოკუმენტირება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით – 3D-მოდელების აგება აეროფოტოგრამმეტრიით და 360-გრადუსიანი მაღალი გარჩევადობის ფოტოფიქსაცია. 

კვლევები შეუცვლელია კლდის ძეგლების შესასწავლად და გადასარჩენად, ასევე საკონსერვაციო მეთოდოლოგიის შესარჩევად. სამუშაოები მოიცავს შიდა ქართლის, მესხეთ-ჯავახეთისა და გარეჯის რეგიონებს. გარდა ცნობილი ძეგლებისა – შიომღვიმე, უფლისციხე, საბერეები, ვანის ქვაბები – ფოკუსირებულია მტკვრის ხეობის ნაკლებად ცნობილ და შეუსწავლელ კომპლექსებზე.

გეოლოგიურ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სიენის უნივერსიტეტის ლაბორატორიებში შეისწავლიან. კვლევებში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი და იტალიელი სტუდენტები. კვლევებს ახორციელებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი და სიენის უნივერსიტეტის (იტალია) გეოტექნოლოგიების ცენტრი ERASMUS+ პროექტის ფარგლებში.

2026

 

ბანერები